საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ საელჩოებისა და ევროპარლამენტარების ნაწილი ქვეყნის საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში მკვეთრად ერევა, რაც უფლებამოსილების გადამეტება და ამასთანავე შემაშფოთებელი და მიუღებელია. ამასთან საპატრიარქო, 5 ივლისს, რა დღესაც "ღირსების მარშია" დაგეგმილი, თანამოაზრეებს რუსთაველზე, ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.
მიმართავს მოსახლეობას, მშვიდობიანად დააფიქსირონ პროტესტი, და არ აყვენ მიზანმიმართულ პროვოკაციას.