ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელები "საბურთალოსთან" თამაშზე უარს აცხადებენ

03 ივლისი 2021, 10:25 1583 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის ბინადარ ქუთაისის "ტორპედოში" პრობლემები გრძელდება. ეროვნული ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში თამაშზე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები უარს აცხადებენ. ამის შესახებ რიონისპირული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ისაუბრა.

როგორც ჩხეტიანი ამბობს "საბურთალოსთან" მატჩისთვის "ტორპედოს" 17 და 19 წლამდე გუნდების წევრები ემზადებიან. კახა ჩხეტიანის განცხადებით იანვრის შემდეგ ფეხბურთელებს მხოლოდ 2 თვის სახელფასო დავალიანება აქვთ აღებული.

ჩხეტიანი ასევე აღნიშნავს, რომ ფეხბურთელების გარდა კლუბში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე ადამიანები უკვე რამდენიმე თვეა ხელფასის გარეშე არიან.

შეგახსენებთ რომ ქუთაისურ კლუბში რამდენიმე წელია ფინანსური პრობლემებია. ფეხბურთელების თქმით თუ უახლოეს დღეებში სიტუაცია არ მოგვარება ისინი კლუბს დატოვებენ. ჩხეტიანმა ასევე ისაუბრა ახალი ინვესტორის ინსტერესის შესახებ,თუმცა როგორც ის ამბობს ბიუროკრატიული საკითხების გამო ეს პროცესი დროში გაიწელა.

გუშინ კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბთან კონტრაქტი სამუელ ინკუმმა გაწყვიტა.

ეროვნული ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედო" ,ხვალ 4 ივლისს გასვლაზე თბილისის "საბურთალოს" დაუპირისპირდება. ამ დროისთვის ქუთაისელები ეროვნულ გათამაშებაში 19 ქულით მერვე ადგილზე იმყოფებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი