ბათუმში 80 წლის ქალს ელმავალი დაეჯახა - დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა

02 ივლისი 2021, 17:01 3577 ნახვა

ცოტა ხნის წინ ბათუმში ქალს ელმავალი დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადეს, რომ პაციენტს სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმები ჰქონდა და იგი გარდაიცვალა. 

შემთხვევის გამო გადაადგილება რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო და შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ეხება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი