დღეს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი იწყება, ჩემპიონობისთვის ბრძოლას 8 ნაკრები აგრძელებს.
დღეს 20:00 საათზე ესპანეთის ნაკრები შვეიცარიას ხვდება, ევრო 2020-ის ცენტრალური დაპირისპირება კი მიუნხენში, ბელგიისა და იტალიის ნაკრებებს შორის გაიმართება. ეს გუნდები აქამდე 22-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, 14 მოგება, 4 ფრე და 4 მარცხი - ასეთია სტატისტიკა სკუადრა აძურას სასარგებლოდ.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა დე ბრუინი და ედენ აზარი იტალიელების წინააღმდეგ გასვლას, თუმცა ბელგიის ნაკრების ორივე ლიდერი მიუნხენში გუნდთან ერთად გაემგზავრა.