„თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა. ამ წუთებში სტუმრები ტერიტორიას ტერიტორიას პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ. დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილმა კი შენობა უკვე დატოვა.
სტუმრები ტერიტორიას პოლიციის დახმარებით, სპეციალური მიკროავტობუსების საშუალებით ტოვებენ.
ღონისძიების პარალელურად შეკრებილნი არიან ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც კლუბიდან გამოსული სტუმრების მისამართით, ბოთლებს და კვერცხებს ისვრიან.
სამართალდამცავებმა ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.