მინდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუთხრა, ვერანაირი მიზეზით ვერ ახსნიან იმ მოსალოდნელ მარცხს, რომელსაც ვპირდებით ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით ხულოში, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აჭარაში "ქართული ოცნება“ პირველივე ტურში გაიმარჯვებს და ხმების 70 პროცენტს მიიღებს.
"ნაცმოძრაობას მინდა ვუთხრა, ვერანაირი მიზეზით ვერ ახსნიან იმ მოსალოდნელ მარცხს, რომელსაც აუცილებლად ვპირდებით ძალიან მალე ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით ხულოში, ჩვენ ვგეგმავთ პირველივე ტურებში გამარჯვებას 70%-ზე მეტი მაჩვენებლით. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის მხარდაჭერა", განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა დღეს კურორტ გოდერძზე გაიმართა.