„არჩევნების ისტორია აჭარაში“ - წიგნის პრეზენტაცია

01 ივლისი 2021, 18:40 1507 ნახვა

წიგნის" არჩევნების ისტორია აჭარაში" და ჟურნალის "არჩევნები და დემოკრატია" პრეზენტაცია გაიმართა დღეს ბათუმში. გამოცემაში წარმოდგენილია მასალები როგორც ბათუმის თვითმმართველობის არჩევნების, ასევე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების შესახებ. წიგნი უსკოს ინიციატივით ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით გამოიცა. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოცემაში აჭარაში არჩევნების 132 წლიანი ისტორიაა შეკრებილი. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ასევე სხვდასხვა პერიოდის არჩევნების ამსახველი საარქივო ფოტო-მასალა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში