ხულოს კორექტირებული ბიუჯეტი 17 მილიონ ლარზე მეტი იქნება - აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა

01 ივლისი 2021, 18:32 1022 ნახვა

აჭარის მთავრობამ ხულოში გასვლითი სხდომა ჩაატარა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც ბიუჯეტის ფარგლებში, ხულოში იგეგმება.

მისივე თქმით, იგეგმება ახალი პროექტების  განხორციელება, როგორც ინფრასტრუქტურული ასევე ტურისტული მიმართულებითაც.

"ხულოს კორექტირებული ბიუჯეტი გახლავთ 17 მილიონ ლარზე მეტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხულო-ზარზმის გზა, რომელიც  წლების განმავლობაში გაჭიანურებული იყო, ხედავთ მობილიზაციას, სწრაფ სამშენებლო ტემპს და დარწმუნებული ვარ, შუამთობისთვის იქნება დასრულებული. ასევე  სწრაფად ვითარდება კურორტი გოდერძი, გრძელდება მწვანე ტბის რეაბილიტაცია. აქ ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს დამატებით ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა. არც ერთი მშენებლობა მიუხედავად პანდემიისა არ გაჩერებულა. 

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, მთელი რიგი პროექტები ხორციელდება, როგორც აჭარის მთავრობის კონკრეტული ფინანსური მხარდაჭერით, ასევე საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტებსაც უკვე აქვთ საშუალება ადგილზე დაგეგმონ ის პროექტები, რომლებიც ხულოს მუნიციპალიტეტისთვის არის მნიშვნელოვანი. გამოვყოფდი გაზიფიკაციის პროექტს, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს და ის 120 კილომეტრიანი მაგისტრალი უკვე დასრულებულია. 

ახალი ბიუჯეტის ფარგლებში: დაბა ხულოში იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც გახლავთ ხულო-თაგოს საბაგირო სადგურის რეაბილიტაცია, ასევე მოხდება ცენტრალური ქუჩების დავით მამულაძის და რუსთაველის ქუჩის კეთილმოწყობა. ასევე ქვემო ვაშლოვანში სკვერის და ავტოსადგომის მოწყობა და ამას დაემატება ის რასაც ჩვენ აჭარის განათლების სამინისტროს ეგიდით ვგეგმავთ და 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ქვემო ვაშლოვანში ახალი სკოლის მშენებლობაზე და ასევე აშენდება კალოთას ახალი სკოლა.

წყლის პრობლემა არის ხულოს მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემა და იმ დიდი პროექტის ფარგლებში, რომელსაც აჭარის წყლის ალიანსი ახორციელებს, ამ მიმართულებით დაიხარჯება 60 მილიონ ევროზე მეტი. 11 სოფელში მოეწყობა თანამედროვე წყლის სისტემები: ქვემო ვაშლოვანში, ოქრუაშვილებში, დუაძებში, განახლებასა და თხილნარში ამ პროექტების ფარგლებში მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ისარგებლონ ახალი წყალმომარაგების სისტემით.  700 ათას ლარამდე დაიხარჯება მუნიციპალიტეტიდან ირემაძეების, წაბლანის, დიაკონიძეების, ბაქოს, წაბლიანის და ლაბაძეების წყამომარაგების მიზნით.

ტურიზმით მიმართულებითაც დაგეგმილია მნიშვნელოვანი პროექტები, როგორც ხიხაძირის, ასევე უჩხოს მიმართულებით. ამავე დროს მოეწყობა ახალი ტურისტული ლოკაციები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხულოში უფრო მეტი სტუმარი გვყავდეს და განვითარდეს ტურიზმი,  რომელიც შემოსავლებისთვის არის  მნიშვნელოვანი", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძემ. 

2021 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 85 747 900 ლარით გაიზარდა და 414 221 900 მლნ ლარს შეადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი