ბათუმში მემედ აბაშიძის გამზირზე საკუთარი სახლის წინ მოქალაქემ პროტესტის ნიშნად კარავი გაშალა, თუმცა სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში ააღებინეს. პოლიციის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ მერიისგან შესაბამისი ნებართვა უნდა აიღოს. მოქალაქე დავით ბურჭულაძე შშმ პირებისა და ხანდაზმული მოქალაქეებისთვის პენსიის 500 ლარამდე გაზრდას, ჯანდაცვის პაკეტის 100%-იან დაფინანსებასა და საპენსიო სესხის 5%-მდე შემცირებას მოითხოვს. მოქალაქემ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, პეტიციის ადრესატი პარლამენტის თავმჯდომარე და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არიან.