აცრის კაბინეტები კვირაში 7 დღის განმავლობაში, სულ მცირე 8 საათიანი დატვირთვით იმუშავებენ - თამარ გაბუნია

30 ივნისი 2021, 12:35 1580 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, შეთანხმდნენ მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმის ამოქმედებაზე.

"შევთანხმდით მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმის ამოქმედებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აცრები ჩატარდება კვირაში 7 დღის განმავლობაში, სულ მცირე 8 საათიანი დატვირთვით იმუშავებს აცრის კაბინეტები.

ზოგიერთი კლინიკა უკვე გადასულია 2 ცვლაზე, რაც 12 საათიან რეჟიმს ითვალისწინებს.

​ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მოქალაქეებისთვის ადვილი იყოს აცრის ჩასატარებლად მისვლა, როგორც სამუშაო, ასევე დასვენების დღეებში. შაბათ-კვირას ველოდებით ჩვენ დიდი აქტივობას.

გარდა ამისა, იგეგმება დამატებითი სივრცეების მოწყობა სამედიცინო დაწესებულებების გარეთ"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ივლისიდან ელოდებიან მილიონზე მეტ ვაქცინას და დაიწყება პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპი, რაც მასობრივ ვაქცინაციას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი