ამნისტი ინთერნეიშალი შეშფოთებას გამოხატავს, რომ ხელისუფლება არ ასრულებს თავის ვალდებულებებს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით.
ასევე მთავრობას ავალდებულებს, რომ უზრუნველყოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება პანსიონში არსებულ დარღვევებზე. ციტატა- “საქართველოს აღებული აქვს საერთაშორისო ვალდებულება, ყველა ქმედითი ზომა მიიღოს ბავშვთა დასაცავად სქესობრივი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, სასტიკი მოპყრობისგან და ექსპლუატაციისგან, მათ შორის – იმ ბავშვების, რომლებიც ალტერნატიული ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან.
ამ მომენტისთვის, პანსიონში 20-ზე მეტი ბავშვი რჩება სავარაუდო მოძალადეების წინაშე, მაშინ, როდესაც რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობისა და სქესობრივი ძალადობის მუხლებით. – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.