ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 4 წლით კანცლერის თანამდებობა ნიკა ჩხარტიშვილმა ჩაიბარა. ის ერთადერთი კანდიდატი იყო და წარმომადგენლობითი საბჭოს 18 წევრიდან 16-ის მხარდაჭერა მოიპოვა. მანამდე კი აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოს სამოქმედო გეგმა გააცნო. მოგვიანებით კი საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა. ნიკა ჩხარტიშვილი ბოლო 6 თვის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა. კანცლერის თანამდებობა კი ბსუ -ში ივნისს, მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც 2 წლის წინ არჩეული ალექსანდრე მითაიშვილი წარმომადგენლობითმა საბჭომ გადააყენა. მიზეზი შიდა აუდიტის დასკვნა იყო, რომელშიც ფინანსურ გადაცდომებზეა საუბარი, რასაც მითაიშვილი არ ეთანხმება.