მეუფე სპირიდონმა ქადაგების დროს 5 ივლისს, თბილისში დაგეგმილ "'ღირსების მარშზე'' ისაუბრა. სხალთელი ეპისკოპოსი მოქალაქეებს მოუწოდებს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გავიდნენ.
„სოდომისტებს და ნამუსგარეცხილ ხალხს ავყვეთ? ეს გვინდა, საქართველო გავანადგუროთ? ამიტომ ყოველი კაცი, ქუდზე კაცი გავიდეს, დადგეს იქ, რომ არ მისცეს იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა და განადგურება დაატეხონ თავზე.
როგორც რიგითი ქართველი, ყველას მოგიწოდებთ, რომ გახვიდეთ, დადგეთ იქ და ამ გარყვნილებას არ მისცეთ ადგილი საქართველოში, ამ საშინელ გათახსირებას, რომელიც ღვთის რისხვის გამომწვევია და საქართველოს გამანადგურებელი, ამას არ მისცეთ ადგილი,“ - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.