თეა წულუკიანი გიორგი შერმადინს შეხვდა

27 ივნისი 2021, 15:05 1099 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს  გიორგი შერმადინს თეა წულუკიანმა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოპოვება მიულოცა. საქართველოს კალათბურთის ნაკრებისა და „ტენერიფე ლენოვოს“ მოთამაშემ  საკალათბურთო ლიგის - ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული  მოიპოვა.

ლიგა ენდესას სეზონის MVP-ისთვის დამზადებული თასი 32 წლის მოთამაშეს გადაეცა, რაც ქართული კალათბურთის და ზოგადად ქართული სპორტის უდიდესი აღიარებაა. ლიგა ენდესას მესვეურებმა საუკეთესო კალათბურთელის შესარჩევად და გამოსაკითხად 4 სეგმენტი შეარჩიეს – გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ესპანური ლიგის მწვრთნელები და მოთამაშეები. თითოეული სეგმენტის არჩევანს 25-პროცენტიანი ძალა ჰქონდა. შერმადინმა ოთხივე სეგმენტის გამოკითხვა დამაჯერებლად მოიგო და MVP-ს მფლობელი გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში