ნიუ მექსიკოში საჰაერო ბუშტის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

27 ივნისი 2021, 12:01 1128 ნახვა

ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა საჰაერო ბუშტის ჩამოვარდნას ამერიკის შეერთებულ შტატებში. თვითმხილველების თქმით, საჰაერო ბუშტმა ჩამოვარდნა  დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლეზე მყოფმა დაიწყო.  შემთხვევა ნიუ მექსიკოს შტატში მოხდა. 

ჯერჯერობით უცნობია, საჰაერო ბუშტის ჩამოვარდნის მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში