პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის 60 სასტუმროს ჯილდო გადაეცა

26 ივნისი 2021, 15:10 1637 ნახვა

აჭარაში, კარანტინების პროექტში ჩართულ 60 სასტუმროს პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოები და მადლობის სიგელები გადასცეს. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სასტუმროს საკარანტინე სივრცედ გარდაქმნის სურვილი გამოთქვა გონიოში სასტუმრო ''დაელანი'' იყო. მოგვიანებით კი მათ შორის უსასყიდლოდ ამ პროცესში რამდენიმე სასტუმრო კომპლექსი ჩაერთო.

ღონისძიებაზე ყურადღება სწორედ ამ სასტუმროებზე გამახვილდა. დაჯილდოვებამდე  ტურიზმის დეპარტამენტმა გასული წლის ანგარიშიც წარადგინა.  2020 წელს, აჭარის რეგიონში ერთდროულად 3000-ზე მეტი სასტუმროს ნომერი იყო მობილიზებული.

საკარანტინო სივრცეების მომსახურებით რეგიონში 70 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა, მათ შორის - 16 512 მოქალაქე იმყოფებოდა კოვიდ სასტუმროში, 6 082 კი ცხელების სასტუმროში, 37 039 მოქალაქე მოთავსებული იყო საზღვრის კვეთის სტანდარტულ კარანტინში და დაახლოებით 9 000 ბიზნეს ვიზიტორი  სტანდარტულ საზღვრის კვეთის კარანტინში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი