ევროკავშირის ეგიდით საქართველოში ვიზიტით მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრებს , ქართველი კოლეგა შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, საოკუპაციო ძალების ყოველდღიური პროვოკაციები, ე.წ. ბორდერიზაციის, უკანონო დაკავებულებისა და გატაცებების შემთხვევები.
შეხვედრაზე დაისვა ზაზა გახელაძისა და უკანონოდ დაკავებული, საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად ევროკავშირის მაღალ პოლიტიკურ დონეზე ჩართულობის საკითხი. მინისტრებმა ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე.