''აჭარა ტექსტილის'' თანამშრომლები კლინიკიდან გაწერეს 

26 ივნისი 2021, 15:40 1076 ნახვა

ფოთში, კლინიკა ,,ლაზიკამედიში“ ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული 18-ვე პაციენტი თავს კარგად გრძნობს და უკვე გაეწერნენ ბინაზე - ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს.

მედიკოსების თქმით, ყველა მათგანს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები. პაციენტები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამკერვალო ფაბრიკა ,,აჭარა ტექსტილიდან“ გადაიყვანეს. მათ აღენიშნებოდათ ღებინება, გულის რევის შეგრძნება და ტკივილი მუცლის არეში.

შეგახსენებთ, სამკერვალო ფაბრიკა ,,აჭარა ტექსტილში" სავარაუდოდ საკვები პროდუქტით 20-მდე ადამიანი მოიწამლა. რამ გამოიწვია ,,აჭარა ტექსტილის“ თანამშრომელთა მოწამლვა ჯერჯერობით უცნობია. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ობიექტს სწავლობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი