ბათუმის საქალაქო სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრ ბონდო თედორაძის საქმეზე რამდენიმე წუთის წინ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ბონდო თედორაძეს 2000 ლარი ჯარიმა დაეკისრა, მას გამოძიება პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებოდა.
ბონდო თედორაძე ამბობს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.