ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში

25 ივნისი 2021, 11:42 810 ნახვა

ბათუმის ბიუჯეტი 47 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში 205 მილიონამდე ლარს შეადგენს. საკითხს ამ წუთებში საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ბიუჯეტის ზრდა სათამაშო ბიზნესიდან, პრივატიზებიდან და ტრანსფერიდან შემოსულმა თანხებმა განაპირობა.  ცვლილებების შედეგად  თანხები გამოიყოფა  3 ახალი საბავშო ბაღისა და სოციალური სახლის მშენებლობისთვის. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, იზრდება  ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით პროგრამები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ურეხის უსახლკაროთა თავშესაფარსაც. 4 მილიონი გამოიყოფა წყალარინების სისტემის რეაბილიტაციისთვის.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი