ურეკში, სასტუმროში "4 ვილაში" ხანძარი გაჩნდა. დაიწვა სასტუმროს მეოთხე სართული. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, შენობაში მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელმაც შენობა დროულად დატოვა. სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია ბათუმის, ოზურგეთის, შეკვეთილის, ფოთისა და ქობულეთის სამაშველო ბრიგადები.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.