ცვლილება ხელვაჩაურის ბიუჯეტში

24 ივნისი 2021, 18:21 1255 ნახვა

ხელვაჩაურში, სადაც წყლის სისტემა უკვე მოაწყვეს და აღმოაჩინეს, რომ  დებეტი არ არის,  წყალს  ისევ მოძებნიან. ხელვაჩაურში სოფლების სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით კითხვები მერის მოადგილეს დღეს საკრებულოს სხდომაზე დაუსვეს.  ვიცე-მერი ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორიას სპეციალისტები ხელახლა შეისწავლიან და პროცესში ადგილობრივებსაც ჩართავენ.  მერიამ  მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილება განახორციელა და არსებული ბიუჯეტი  4 მილიონ 541 ათას 14 ლარით გაიზარდა. თანხის ნაწილი ხელვაჩაურმა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, ნაწილი კი აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიიღო.  მერია  მას  წყლის სისტემის მოწესრიგებასთან ერთად, ფერდსამაგრ სამუშაოებზე, სოციალურ სახლსა და სკვერების მოწყობაზე დახარჯავს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში