ქობულეთის საკრებულომ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუწყვიტა

19 მაისი 2025, 14:15 246 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს  გიორგი გოგიტიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. შესაბამისი განცხადებით, გოგიტიძემ საკრებულოს თავად მიმართა. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, უფლებამოსილების შეწყვეტა, ოჯახურ მდგომარეობას და ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება.

თუ ვინ გახდება გიორგი გოგიტიძის ადგილმონაცვლე და ვინ დაიკავებს ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს,  უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როდესაც საკრებულოს სხდომაზე ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას წარადგენენ.

საკრებულოში გოგიტიძის ადგილმონაცვლეობის საკითხზე კი, ოფიციალური წერილი საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი