საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს’’, ყოფილი დირექტორის , ნათია კაპანაძის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ მხარეთა არგუმენტები მოისმინა, ასევე დაიკითხა ორი მოწმე - მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და რეიტინგების მთვლელი კომპანიის წარმომადგენელი. მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს ჰქონდათ კითხვები, როგორც ერთმანეთის, ასევე მოწმეების მიმართ. ნათია კაპანაძის განცხადებით, მრჩეველთა საბჭომ იგი დაუსაბუთებლად, ფაქტების გამოკვლევის გარეშე გაათავისუფლა. მოპასუხე მხარე კი მიიჩნევს, რომ კაპანაძის სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებლია. მაშინ, როცა საბჭომ კანონით გათვალისწინებული ყველა ნორმა დაიცვა, საკითხის შესწავლის შემდეგ კი კაპანაძის იმპიჩმენტის დაყენების გადაწვეტილებაც მიიღეს. მოპასუხე მხარის რწმუნებით, სარჩელის ბათილად ცნობის, არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი გარემოება არსებობს. ნატა იმედაიშვილმა, რომელიც პროცესზე მოწმის სახით იკითხებოდა, განმარტა, რომ ის 17 პუნქტი, რაც იმპიჩენტზე იყო დართული, ნაწილს ეთანხმებოდა, ნაწილს კი არა. მათ შორის თქვა, რომ კაპანაძემ არ შეასრულეა პროგრამული პრიორიტეტები, არ იყო სამართლიანი სახელფასო კალათა. ამასთანავე მაუწყებლის ყოფილ დირექტორს საბჭოსთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა. ნათია კაპანაძის გადაყენებას 2019 წლის 19 აპრილს მხარი მრჩეველთა საბჭოს 4-მა წევრმა დაუჭირა.