ორ კვირაში საქართველო ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს - პრემიერი

22 ივნისი 2021, 11:17 923 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო 2 კვირაში ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ვაქცინების მიღების შემდეგ ქვეყანაში დაიწყება ინტენსიური ვაქცინაციის პროცესი.

თამარ გაბუნიას განცხადებით ქვეყანა მიიღებს ოთხივე სახის ვაქცინას სხვადასხვა რაოდენობით: "ფაიზერს","ასტრაზენეკას", "სინოფარმს" და "სინოვაკს". მისივე განმარტებით პროცესი იქნება ძალიან ინტენსიური.

გაბუნია ამბობს, რომ მასიური ვაქცინაციის ცენტრებზე მიდის მუშაობა.

"ნოვამაქსის" შემოტანაზე საუბარი ჯერ ადრეა, მისი შემოტანა დაგეგმილია შემოდგომიდან და არა ზაფხულში, რადგან მას გარკვეული ეტაპები აქვს გასავლელი. ჯონსონ და ჯონსონი შესაძლოა უფრო ადრე მოგვეწოდოს. მილიონ დოზაში საუბარია "სინოფარმზე", "სინოვაკზე", "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკაზე"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი