ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული პირების პროცესი გადაიდო-ერთ დაკავებულს კორონავირუსისთვის სახასიათო სიმპტომები აქვს

21 ივნისი 2021, 15:03 1489 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის მთავრობის წინ დაკავებული პირების პროცესი გადადო. გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ დაკავებულს კორონავირუსისთვის სახასიათო სიმპტომები აქვს. იგი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ, გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

ბათუმის საქალაქო სასამრთლოში დღესვე ბონდო თედორაძის საქმის განხილვაც გადაიდო. ადვოკატის ჩართვის მიზნით სხდომის გადადება თავად ბონდო თედორაძემ მოითხოვა და განმარტა, რომ ადვოკატმა საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწრო. 

აქციაზე პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო სულ 7 პირი დააკავეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი