ტოკიოში ოლიმპიური თამაშები შეზღუდვების ფონზე ჩატარდება

21 ივნისი 2021, 14:09 1053 ნახვა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების უფლება 10 ათასამდე მაყურებელს და მხოლოდ იაპონელებს ექნებათ.

ღონისძიებაზე ყოფნის დროს ისინი ვალდებულები იქნებიან პირბადეები ეკეთოდ და დისტანცია დაიცვან. იაპონიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ. მათი თქმით, უმჯობესი იქნებოდა სპორტული ღონისძიება გულშემატკივრების გარეშე ჩატარებულიყო, რათა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეზღუდულიყო.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დამთავრდება. თამაშები გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში