საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციებს პარლამენტში პოლიტიკური მხარეები განიხილავენ. მსჯელობენ თუ რა შენიშვნები უნდა აისახოს „საარჩევნო კოდექსში”.
კანონმდებლები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს, კვირის ბოლომდე კი მისი მესამე მოსმენით დამტკიცება იგეგმება.