საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 460 პაციენტი, დაფიქსირდა გარდაცვალების 17 შემთხვევა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 148 მოქალაქე ემსხვერპლა. რაც შეეხება რეგიონს. აჭარაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების - 46 ახალი შემთხვევა.