როდის მოიხსნება კომენდანტის საათი?

19 ივნისი 2021, 12:15 3197 ნახვა

როდის მოიხსნება ე.წ. კომენდანტი საათი ისევ უცნობია. საკოორდინაციო საბჭოს ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ეპიდემიოლოგები უახლოეს პერიოდში შეზღუდვის მოხსნას ვარაუდობენ. ქვეყანაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

შეზღუდვა კი ისევ ძალაში რჩება, რასაც მოქალაქეთა ნაწილი არ ეთანხმება. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არაა გამორიცხული პანდემიის მეოთხე ტალღა შემოდგომის დასაწყისში იყოს, თუმცა მისივე თქმით, ეს იქნება ნაკლებად მასშტაბური. როგორც თავად ამბობს, ამ პერიოდისთვის მასობრივი ვაქცინაცია იქნება დაწყებული.

საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა 28 ნოემბერს დაწესდა. თავდაპირველად ე.წ კომენდანტის საათი საღამოს 9 საათიდან დილის 5-მდე მოქმედებდა, ტურისტულ სეზონზე კი შეზღუდვა 23 საათიდან იწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში