ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალშია

17 ივნისი 2021, 21:46 1600 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანული ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალშია.

29 წლის ბასილაშვილი მერვედფინალში 25 წლის ფრან არტურ რინდერკნეხის დაუპირისპირდა და ორ სეტში ანგარიშით 6:2, 7:5 დაამარცხა.

ნიკას მსოფლიოს 119-ე ჩოგანის დასამარცხებლად 1 საათი და 21 წუთი დასჭირდა. 

ცნობილია მსოფლიოს 30-ე ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მეთხედფინალურ ეტაპზე.

ნიკა ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალში 24 წლის სამხრეთ აფრიკელ ლოიდ ჯორჯ ჰარისს დაუპირისპირდება. ახალგაზრდა ჰარისი მსოფლიო რეიტინგში 51-ე პოზიციას იკავებს.

ეს მატჩი ხვალ 18 ივნისს 14:30 საათზეა ჩანიშნული. 

ჰალეს გათამაშება Atp-ს 500 ქულიანი ტურნირია, რომლის საპრიზო თანხაც 1,455,925 ევროს შეადგენს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში