შერეული ორთაბრძოლების აჭარის ფედერაციის წევრების განცხადება

17 ივნისი 2021, 18:26 1412 ნახვა

შერეული ორთაბრძოლების აჭარის ფედერაციის წევრები, საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ეროვნული ფედერაციის მიერ ჩატარებულ, აჭარის შერეული ორთაბრძოლების პრეზიდენტის არჩევნებს კანონიერებად არ ცნობენ და ლეგიტიმურად არ აღიარებენ.

აცხადებენ, რომ არჩევნები რამდენიმე კვირის წინ კანონდარღვევით სადაც პრეზიდენტად ნიკოლოზ ქაჯაია აირჩიეს. აჭარის ფედერაციაში აცხადებენ, რომ პროცესში არ მონაწილეობდნენ, რადგან ინფორმირებულები არ იყვნენ. ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აჭარის ფედერაციის 40 წევრი გეგმავს საქმიანობა დამოუკიდებლად გააგრძელოს.

ნიკოლოზ ქაჯაია კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება შერეული ორთაბრძოლების საქართველოს ფედერაციამ მიიღო და იგი კანონიერია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი