არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

17 ივნისი 2021, 17:50 1048 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. მათი თქმით, საბჭო აგრძელებს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას.  აღნიშნავენ, რომ მოსამართლეების სიმცირე მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა ახლა კადრების დამატება სასამართლოში არსებული ძლიერი ე.წ. კლანური მმართველობის პირობებში მიმდინარეობს. როგორც აცხადებენ, მსგავსი სიღრმისეული რეფორმების განხორციელების გარეშე, ამგვარი მნიშვნელობის საკადრო გადაწყვეტილებების დაჩქარებულ ტემპში მიღება, უკიდურესად აზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს.არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეწყვიტოს ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება. ამასთან, ის მოუწოდებს პარლამენტს დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი