საოკუპაციო რეჟიმის მეირ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია

17 ივნისი 2021, 14:31 813 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმის მეირ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე განცადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ლაშა ხეთერელთან დაკავშირებით, მუდმივი კომუნიკაციას ახორციელებდა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).

„ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

ლაშა ხეთერელი საოკუპაციო ძალებმა 2020 წლის 30 ივლისს დაკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი