ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი

15 ივნისი 2021, 15:01 963 ნახვა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები, საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო სამუშაოები, ადამიანის უფლებების  დარღვევის ფაქტები,  ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია,  საქართველოს მოქალაქეების გატაცებების, დაკავებების, დაჭრისა და მკვლელობების შემთხვევები - ამ საკითხებზე ისაუბრეს ეუთოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე.

უწყების ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ზაზა გახელაძისა და საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული სხვა მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე.

ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს, როგორც თანათავმჯდომარის წვლილზე.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი