გარდაცვალებულთა რიცხვი თანდათან შემცირდება - ამირან გამყრელიძე

15 ივნისი 2021, 12:40 928 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გარდაცვალებულთა რიცხვი თანდათან შემცირდება.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალებულთა რიცხვი იზრდება.

„მე არ უარვყოფ, რომ გარდაცვალებულთა რიცხვი მაღალია და ამას ხშირად ვამბობდით. პიკი მაისის შუა რიცხვებში გადავიარეთ, პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალებულთა რიცხვი იზრდება, ამიტომ ახლა, ამ ინდიკატორითაც დაღმავალ ფერდზეა ქვეყანა, თანდათან ის შემცირდება, რა თქმა უნდა, თუ არ გაგვეზარდა ინფიცირების მაჩვენებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი