ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს

14 ივნისი 2021, 18:22 983 ნახვა

პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი უხელმძღვანელებს. სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი პანსიონის ხელმძღვანელი აღარ იქნება.  ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონმა მას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მიმართა. 

"პატრიარქის გადაწყვეტილებაა. მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი, ახლა ვარ მე. დარჩებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც დარჩენა უნდათ. ძალადობით არც არავის ტოვებენ. უნდა იცოდეთ, რომ როდესაც ბენეფიციარს ესაუბრებით, აქვს უფლება და ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ჰყავდეს ადვოკატი. მეუფე სპირიდონი აპირებდა, დაახლოებით ერთ წელიწადში, რეორგანიზაციას, მეც გავაგრძელებ იმ საქმეს და ვფიქრობ, ხარისხიანადაც გავაკეთებთ. საერთოდ, სადაც ძალიან დიდი დაწესებულებაა, ვთქვათ სიმართლე, სკოლაში ხომ არის ბულინგი, ჯარში, იქაც არის უმცროს-უფროსობა, მსოფლიოს ყველა ჯარშია ეს. ებრძვიან, მაგრამ ვერ უმკლავდებიან. მცირე-მცირე, საოჯახო რომ იქნება, იქაც დაზღვეული არ ხარ, მაგრამ უფრო მეტად დაზღვეული ხარ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, სხალთელმა მთავარეპოსკოპოსმა სპირიდონმა ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

"მეუფე სპირიდონმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმდა მის უწმინდესობასთან. კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანების, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დღეს აღნიშნული პანსიონის დირექტორად დაარეგისტრირა მეუფე იაკობი“, - განაცხადა ქარჩავამ.

დღემდე პანსიონს სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი