საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი იწყება. ჰელგა მარია შმიდი განიხილავს საქართველოსთან მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებს.
თავად გენერალურმა მდივანმა ტვიტერზე დაწერა, რომ ელოდება შეხვედრებს ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და იმას, რომ ადგილზე, პირველწყაროსგან გაეცნოს კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მდგომარეობას. ჩავა სოფელ ერგნეთშიც.