პირბადეს ვერ მოვიხსნით სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება - ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ ქობულეთში გააკეთა. ის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა სადაც კოვიდვითარებასა და შესაბამის სამუშაოებს გაეცნო.
გამყრელიძე მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესსაც დაესწრო. აჭარის შემდეგ იგი გურიის რეგიონში მოქმედ კოვიდკლინიკებს მოინახულებს, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.