სტრასბურგის სასამართლომ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმის განხილვა განაახლა

11 ივნისი 2021, 11:15 1189 ნახვა

სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საჩივრის განხილვა განაახლა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ ქვეყანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ითხოვს, რომ დადგინდეს  რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევის გამო.

კერძოდ, საუბარია,  განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული ისეთი კამპანიით,  რომლითაც დაირღვა სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება და მიმოსვლის თავისუფლება.

საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი