უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარული სხდომა

11 ივნისი 2021, 12:07 1809 ნახვა

ორი მცდელობის შემდეგ აირჩევენ თუ არა ამჯერად  აჭარის მთავარ აუდიტორს, ეს რამდენიმე საათში გაირკვევა. აჭარაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ისევ კახაბერ კირტავას კანდიდატურაა წარდგენილი, რომელიც წლებია ამ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებელია.

დეპუტატების უმრავლესობამ  მას მხარი ორჯერ უკვე არ დაუჭირა, წინა წლებში,  მიზეზად კი მის წარსულ საქმიანობას ასახელებდნენ. 

დღესვე დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის არჩევას უნდა უყარონ კენჭი. ამ თანამდებობაზე ისევ მოქმედი თავმჯდომარეა  წარდგენილი.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი