UEFA უკრაინას სანაკრებო ფორმიდან წარწერის "გმირებს დიდება!" მოშორებას ითხოვს

11 ივნისი 2021, 11:58 1000 ნახვა

უეფამ უკრაინას მოსთხოვა ევრო-2020 ჩემპიონატზე სანაკრებო ფორმიდან წარწერა "გმირებს დიდება" მოაშოროს. საჩივარი ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირში რუსეთის საფეხბურთო კავშირიდან შევიდა, სადაც ითხოვდნენ აღნიშნულის შესრულებას.

გარდა წარწერისა "გმირებს დიდება!", ფეხბურთელების ყვითელ ფორმაზე დატანილია უკრაინის სახელმწიფოს კონტურები, ყირიმთან ერთად და კიდევ ერთი წარწერა "დიდება უკრაინას!"

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა გადაწყვიტა, რომ უკრაინის სახელმწიფოს კონტურების ფორმაზე დატანა არ არღვევს ორგანიზაციის წესებს, რადგან გაერო სწორედ ამ საზღვრებში ცნობს უკრაინას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი