სარჩელი მანდატების შეწყვეტაზე

10 ივნისი 2021, 17:48 1033 ნახვა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი განაცხადა. სარჩელის გამოტანაზე სასამართლოს შუამდგომლობით თავად  მოსარჩელემ  მიმართა. შესაბამისად, პლენუმი მხოლოდ  ზურა ზაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ნაწილში გააგრძელებს მსჯელობას. თამარ კორძაიამ სასამართლოს განუმარტა, რომ მან ხელი მოაწერა შეთანხმების დოკუმენტს, რაც ავალდებულებს განახორციელოს დეპუტატის უფლებამოვალეობა, ასევე აღნიშნა, რომ სარჩელი განხილვასა და მსჯელობას  საჭიროებს.  პლენუმი უსმენს დისტანციურ რეჟიმში მოსარჩელეების წარმომადგენლებს. მათი განცხადებით,  იმ შემთხვევაში თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს,  დეპუტატები  მზად არიან  შეუწყდეთ სადეპუტატო მანდატი. მოპასუხე მხარის  პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, დეპუტატების ბოიკოტი, უარი მანდატზე იყო დესტრუქციული, ასევე  დეპუტატების  ბოიკოტმა ხელი არ უნდა შეუშალოს პარლამენტის  საქმიანობას.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი