შეხვედრა კვების ობიექტების წარმომადგენლებთან

10 ივნისი 2021, 14:37 818 ნახვა

კვების ობიექტების შეუფერხებელი მუშაობა და სტანდარტების დაცვა- ამ  თემაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები  რეგიონში კვების ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.  სამუშაო შეხვედრა  ჰასპის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებული მოთხოვნების გაცნობას გულისხმობდა. 

უწყების განცხადებით, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა.

აღნიშნული სისტემით ბიზნესოპერატორებმა მომხმარებლებს უსაფრთხო პროდუქტი უნდა მიაწოდონ.  ჰასპის პრინციპები ძალაში 1 ივნისიდან შევიდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი