შარლ მიშელის განცხადება

10 ივნისი 2021, 14:26 1088 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთი და მისგან მომავალი საფრთხეები იქნება.

„რუსეთი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების წარმომადგენლებს რუსეთის დამანგრეველ ქმედებებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა აქვთ. ევროკავშირი გმობს ორგანიზაციის მისამართით რუსეთის დამანგრეველ და პროვოკაციულ ქმედებებს. მე ამ საკითხს ხაზი გავუსვი პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროსაც“, – განაცხადა შარლ მიშელმა

„დიდი შვიდეულის“ სამიტი 11-13 ივნისს დიდ ბრიტანეთში გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი