ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ამბობს, რომ პრემიერ-მისტრობის დროს, გიორგი გახარია ეკლესიის საქმეებში პირდაპირ ერეოდა.
''ზედმეტ პატივად მიმაჩნია გახარიაზე ბევრი ვილაპარაკი. მე ის მიკვირს უბრალოდ, ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ შეიძლება მობრუნდეს. ადამიანი, რომელიც პრემიერი და შს მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი. რაც ვთქვი, ვადასტურებ იმას. ხომ იძახდით ნასვამმა თქვაო, ახლა ნასვამი ვარ? ფხიზელი გეუბნებით ამას.
„ვინ უნდა დაუჭიროს მხარი, ვინც 2012 წლამდე „ქართული ოცნების“ მხარეს იყო, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა? აბა გადახედეთ, ვინ უდგას გვერდში, ან თვითონ რა გაუკეთებია? ლოქდაუნი გინდათ ისევ? სრული კოქდაუნი?
მითხარით, რა გაუკეთებია, სტრატეგია ჰქონდა სწორი? ამათი შეცდომა ის იყო, რომ პიარი უკეთეს. „მენეჯერი“, „მენეჯერი“, რის მენჯერს ეძახდნენ? - „კრიზისმენეჯერს“ უწოდებდნენ. მე გეუბნებით, რომ ,,კრიზისმეიკერია'' და არა ,,კრიზისმენეჯერი“ ვითომ ''ოცნების'' ჩაჩოჩება უნდოდათ და ამათი მოყვანა, მასე არ არის. კარგად გადახედეთ ვინ, საიდან, ვისგან იმართება'' - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.