ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს 

10 ივნისი 2021, 12:44 5856 ნახვა

ბათუმში, ზუბალაშვილი ქუჩაზე სადაზღვეო კომპანიის თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.  თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მოქალაქეს ოფისის წინ ესაუბრებოდა, რა დროსაც ის, სავარაუდოდ, დანით დაჭრეს. 

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სამართალდამცველები, ტერიტორია პოლიციის ლენტითაა შემოფარგლული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

რა გახდა ინციდენტის მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია. 

კომპანია ''ირაოში'' ამბობენ, რომ დაჭრილ თანამშრომელს სამედიცინო დაწესებულებაში ოპერაცია უტარდება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

რაც შეეხება მომხდარის დეტალებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებენ. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში