ფოთში, მალთაყვას სანაპიროსთან მაშველები ზღვაში მამაკაცს ეძებენ.
შემთხვევის ადგილას სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი დინებამ გაიტაცა.
ამ წუთებში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკა.