შარლ მიშელი ლუკაშენკოს აფრთხილებს

09 ივნისი 2021, 18:39 1132 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ალექსანდრ ლუკაშენკოს, დაკავებული ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა და მანამდე მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა დააკისრა. მიშელმა ასევე მიმართა ბელარუს ხალხს, განსაკუთრებით მათ ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის და მედიის თავისუფლებისთვის და  ევროკავშირის სახელით  პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა. რომან პროტასევიჩი ბელაუსის ხელისუფლებამ 23 მაისს დააკავა. ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ რეისი, რომლის ბორტზეც ჟურნალისტი იმყოფებოდა, ბელარუსის ხელისუფლებამ მინსკში იძულებით დასვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი