ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო

09 ივნისი 2021, 14:37 988 ნახვა

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, ოლიმპიური სტანდარტის აუზი 50 მ სიგრძისა და 25 მ სიგანის იქნება. სპორტკომპლექსში სპორტსმენები ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სპეციალური მომსახურებითაც ისარგებლებენ.

მტავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისის გარდა, თანამედროვე სტანდარტების სპორტკომპლექსების მშენებლობა პარალელურად კიდევ სამ ქალაქში - ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდშიც დაიწყება. ოთხივე სპორტკომპლექსის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

'' დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ქუთაისს სულ მალე, ერთ წელიწადში ექნება თანამედროვე სტანდარტების ოლიმპიური აუზი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქუთაისისთვის და განსაკუთრებით, ჩვენი სპორტსმენებისთვის. მე ვიცი, რომ ქუთაისს აქვს ძალიან დიდი ტრადიცია, ქუთაისმა ძალიან ბევრი სახელოვანი სპორტსმენი, წყალბურთელი აჩუქა ჩვენს ქვყანას, ამიტომ, ქუთაისი იმსახურებდა ასეთი დონის აუზს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შიენ როზენტალმა მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი